"არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცხეს ვერ უძლებენ," -რა დაუჯდა დეპუტატის კომფორტი ქუთაისის ბიუჯეტს?

ქუთაისის მერიამ ქალაქის საკრებულოს წევრს ნატო ქათამაძეს ახალი კონდიციონერი შეუძინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ადგილობრივ ბიუჯეტს ჯამში 650 ლარამდე დაუჯდა, ხოლო თანხის მობილიზება მერიის ადმინისტრაციული ხარჯებიდან მოხდა.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ამბობს, რომ დეპუტატისათვის ახალი კონდენციონერის შეძენა მისივე მოთხოვნის საფუძვლზე მოხდა. ჯავახია აქვე განმარტავს, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტით მხოლოდ სამი კონდიციონერის შეძენა იყო გათვალისწინებული და ისიც გამოუვალ მდგომარეობაში.
"ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით რაიმე ადმინისტრაციული ხარჯის გაწევას თუნდაც კონდიციონერის შესაძენად. ქალბატონმა ნატომ მოითხოვა კომფორტის შექმნა და დაგვაჩქარებინა კონდიციონერის ყიდვა. მე მაგალითად მაქსიმალურად ვზოგავ ადმინისტრაციულ ხარჯს. კონდიციონერი ხშირად გათიშული მაქვს, თუმცა როგორც ჩანს, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიცხეს ვერ უძლებენ," - ამბობს ჯავახია.