Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ბაგა-ბაღებში ატესტაციის ჩატარების თარიღი ორ კვირაში გაირკვევა

თარიღი : 5-08-2015, 16:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული ,,ააიპ“ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა. მერის მოადგილემ მათ ატესტაციისა და ტესტირების ეტაპების ჩატარების პროცედურა გააცნო.

წესის შესაბამისად, ორი კვირის შემდეგ დასახელდება ატესტაციის პირველი ეტაპისა - ტესტირების და მე-2 ეტაპის -გასაუბრების თარიღები. ატესტაციას ააიპის ადმინისტრაციის თანამშრომლები გაივლიან. ატესტაციის გავლა სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ასევე მოუწევთ ფილიალის მმართველად მყოფ პიროვნებებს.

ტესტირების მეთოდიკით განისაზღვრება ტესტის შედგენისა და ტესტირების ჩატარების პროცედურები. ტესტირების მიზანია შეფასდეს მონაწილის ცოდნა და უნარ-ჩვევები. ტესტირების მიზნიდან გამომდინარე, ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტის პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას. მინიმალური ბარიერია 65% 100 კითხვიდან. ტესტური გამოცდის ხანგძლივობა 4 საათს მოიცავს.

ცნობისთვის, ქუთაისის ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს რეორგანიზაციის და ატესტაციის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეცნობათ.


ნანახია: 2057-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტესტირების ჩატარების თარიღად მიმდინარე წლის 23 აგვისტო
ქალაქის მერის ბრძანებით ასევე განისაზღვრა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სია. კერძოდ, ატესტაციას გაივლიან მერისა და მერის
ვიცე-მერის განცხადებით, კონკურსები გაგრძელდება და პროცესი ეტაპობრივად ქალაქის მერიას დაქვემდებარებულ ყველა არაკომერციულ,
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია ატესტაციისა და კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ განცხადებას
ბაგა-ბაღების დირექტორებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზემოთაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
მურღულიას განცხადებით, ტესტირების ეტაპზე 902 ადამიანი გადავიდა, თუმცა მათგან ტესტირებაზე მხოლოდ 796 ადამიანი გამოცხადდა. აქედან

ამინდი