ქუთაისის მერი: წელს დიდი მასშტაბის სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი ქუთაისში
თარიღი : 5-08-2015, 16:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, კოლხეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე 7400 კვადრატული მეტრი ფართობის ბეტონის საფარის დაგება ერთი თვის წინ დაიწყო და დღეს სამუშაოები უკვე დასრულებულია.
„წელს დიდი მასშტაბის სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი ქუთაისში. ერთდროულად ათეულობით ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სხვადასხვა კომპანიებს ზოგჯერ რთულ პირობებში უწევთ სამუშაოების შესრულება, თუმცა ყველა სამუშაო გეგმის მიხედვით დასრულდება. კოლხეთის ქუჩასთან ერთად ასევე პრაქტიკულად დასრულებულია ქიაჩელის ქუჩა, შესაბამისად სექტემბრის თვეში შეიძლება ითქვას ძირითადი სამუშაოების ნახევარზე მეტი უკვე დასრულებული იქნება,“ -აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
კოლხეთის ქუჩაზე ბეტონის საფარისათვის 622.887 ლარი დაიხარჯა. თანხა რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „GEO CONSTRUCTION”-მა განახორციელა.