Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

თარიღი : 5-08-2015, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა. ამის შესახებ აი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულის შესახებ ბრძანება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. განათლების სამინისტრომ უკვე გამოსცა.

„შესაბამისი ბრძალება უკვე გაცემულია და 1 სექტემბრიდან იმ ქართველებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობენ, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე იქნება. უკვე მომზადებულია სახლემძღვანელოები, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება და გალის რაიონში, ქართული ენა სრულიად იქნება სასწავლო პროცესიდან ამოღებული.

ესაა სრულიად აშკარა რუსიფიკაცია, თავდასხმა ქართველ მოსახლეობაზე და მცდელობა, მოხდეს იმ ადმაინების ასიმილაცია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა რამდენიმე დღე გავიდა რაც ე.წ. მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს მხრიდან არავინ ამას არ გამოხმაურებია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს ხელისუფლებას და სთხოვს პაატა ზაქარეიშვილს, ზურაბ აბაშიძეს და თამარ სანიკიძეს, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე.

"იმ ფონზე, როცა ხელისუფლება დეკლარირებს რუსეთთან დათმობის პოლიტიკას, აუხსნელია რატომ აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას რომ დაუსჯელად აწარმოოს თავდასხმა ქართულ მოსახლეობაზე და შეუძღუდოს მათ ქარტულ ენაზე სწავლება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.


ნანახია: 1743-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს.
ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამაგიდო თამაშები
სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარაგაულის რაიონის ფარცხნალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სახლში სამართალდამცავებმა შესაბამისი
გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ამინდი