ტყიბულის სოფელ მუხურას მაჟორიტარმა საარჩევნო დაპირება შეუსრულა
თარიღი : 5-08-2015, 00:49 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულის მაჟორიტარი-დეპუტატი ელისო ჩაფიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საავტომობილო გზის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

აღნიშნული სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია. 2002 წლის მონაცემებით, სოფელში 2 250 ადამიანია რეგისტრირებული. სოფელს არასდროს არ ჰქონია მოპირკეთებული გზა, რის გამოც ზამთრის პერიოდში შეუძლებელი ხდებოდა ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება. 2012 წლიდან მიმდინარეობს საავტომობილო გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება, რაც მაჟორიტარის წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ.
ცნობისთვის, ელისო ჩაფიძე სოფელ მუხურას მკვიდრია.