ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაცხოვრებლები წყალს ითხოვენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე რამდენიმე კორპუსს წყალი გრაფიკით, ორი საათით მიეწოდება. მათ შორის არის 9-სართულიანი კორპუსი №1ბ. მოსახლეობა აცხადებს, რომ წყლის ნაკადი ისეთი სუსტია, მაღალი სართულები მის გარეშე რჩება.
"წყალი დღეგამოშვებით მოდის დილით ხან 8, ხან 10 საათზე. 8- საათიანი ნაკადი ისეთი სუსტია და წყვეტილი, რომ ავზებში და სართულებზე საერთოდ არ ამოდის. დღეს გაგვიცხადეს, რომ სეზონის განმავლობაში წყალი მხოლოდ ორ დღეში ერთხელ მოგვეწოდება. ე.ი. რა გამოდის, თუ მოწოდება 8 საათიან განრიგს დაემთხვა, წყალი ფაქტიურად 2 დღეშიც არ გვექნება. არადა, ჩვენ წყლის ფიქსირებულ გადასახადს ვიხდით (მრიცხველები არ გვიდგას და რასაკვირველია, ასეთ პირობებში მავანთ და მავანთ არც აწყობთ მათი დამონტაჟება). წყლის ბოილერზე მომუშავე მომწოდებელი კომპანიას აბრალებს ასეთ შეზღუდვას. არ ვიცით, ერთმანეთში მოაგვარონ ეს საკითხი და პრობლემას ნუ გვიქმნიან, თუ არადა, 3 კორპუსის მოსახლეობა ამ საქმეს ყველა ცენტრალური არხით გავახმოვანებთ და ცენტრალურ მაგისტრალსაც გადავკეტავთ," - აცხადებს მოსახლეობა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების კუთხით შეფერხება დაზიანებამ გამოიწვია.
"მოქალაქემ ჩაგვაყენა საქმის კურსში დაზიანების შესახებ. ჩვენი საავარიო ბრიგადა ადგილზე იყო გასული. დაზიანება აღმოიფხვრა და ხვალიდან მოსახლეობას ჩვეულებრივად აღუდგება წყალმომარაგება," - აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.