ქუთაისის მერს ქალაქის ქუჩების გადარეცხვაზე ზრუნვას სთხოვენ
თარიღი : 4-08-2015, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

მწერალი ლია გვენეტაძე ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მიმართავს. გვენეტაძე მურღულიას მოუწოდებს, ცხელი ზაფხულის პირობებში, ქალაქის ქუჩების მორწყვა-გადარეცხვაზე იზრუნოს.
"ბატონო ქალაქის მერო, იქნებ, შესაბამისმა სამსახურებმა იზრუნონ და ასეთი ცხელი ზაფხულის პირობებში მოახდინონ იმ ქუჩების 2 დღეში ერთხელ მაინც მორწყვა-გადარეცხვა, სადაც ძალზე ინტენსიური მოძრაობაა ხალხისა და ავტომანქანებისა, რომ საშინლად დაბინძურებული ჰაერის ცოტაოდენი ფილტრაცია და ვენტილაცია მოხდეს, მით უფრო, რომ ქუჩების შეკეთებითი სამუშაობის გამო, საშინელი მტვერი დგას ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც კი," - წერს გვენეტაძე.
მწერლის ინიციატივას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პასუხობს:
"ქალბატონო ლია, ნამდვილად კარგი ინიციატივაა და სწორედ ამას ქუთაისის მერია უკვე რამდენიმე თვეა აკეთებს. ყოველ დილით 6-დან 8-საათამდე ხორციელდება ცენტრალური უბნების გადარეცხვა. ამ საქმისთვის იქნა შეძენილი ორი სპეც. ტექნიკა. ვინაიდან ტემპერატურამ იმატა, შუადღის პერიოდში მოხდება ასფალტის დანამვაც," - აცხადებს ჯავახია.