Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქართული ოცნება" არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

თარიღი : 4-08-2015, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"'არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, ამ მიზნით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა.
"ძირითადად ვისაუბრეთ პარტიულ საკითხებზე. დავგეგმეთ, რომ ჩავატარებთ რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებს. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება, მაგრამ სავარაუდოდ დავიწყებთ სექტემბრიდან. ასევე იგეგმება შიდაპარტიული სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიებები. სწორედ ამ შიდაპარტიულ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა. მასთან შეჯერდა ღონისძიებათა ნუსხა. ბუნებრივია, პარტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა და რომელიც ემზადება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ აღებული ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მზად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. გვინდა, რომ კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით დაიწყოს არჩევნებისთვის წინასწარი მზადება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ კოალიციის რამდენიმე რაიონულ ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.


ნანახია: 2377-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'თავისუფალი საქართველო' ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებისათვის მზადებას იწყებს.
კონფერენციაზე ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის თავჯდომარის არჩევის გარდა, ბიუროს წევრები და პარტიის ყრილობის დელეგატები დაამტკიცეს.
საჩხერეში რესპუბლიკური პარტიის 20-მდე წევრმა პარტია დატოვა. ისინი ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უერთდებიან.

ამინდი