Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია რუსთავი 2-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

თარიღი : 4-08-2015, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "კურიერში" გასულ მასალას ეხმაურება, სადაც ქუთაისში გამართულ სატრანსპორტო კონკურსზე იყო საუბარი. ამასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.
"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ ქუთაისში ჩატარებული სატრანსპორტო ხაზების კონკურსის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. გასაგებია, რომ ტელეკომპანია ნაწყენია ქალაქის თვითმმართველობაზე, რადგან ჩვენ ვთხოვეთ "რუსთავი 2"-ს, გაეკეთებინა განმარტება, თუ რატომ არ ჩაატარა 24-25 ივლისს კონცერტი ქუთაისში, ბალახვნის მოედანზე. ამის შესახებ დაპირება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა 17 ივლისს 9 საათიან კურიერში გააკეთა.
კონკრეტულად რა სიცრუეს შეიცავდა ტრანსპორტის კონკურსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია:
სიუჟეტის დასაწყისშივე დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომა, რომ თითქოს კომპანიამ გამარჯვების შემდეგ შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. განვმარტავთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დოკუმენტაციის დალუქულ კონვერტში მოთავსების გარეშე ნებართვის მაძიებელი აღარ დაიშვება შეფასებაზე. ამასთანავე გაჟღერდა სიცრუე თითქოს შპს "გადამზიდავმა" 6 ახალი ავტომობილი შეიძინა (სიუჟეტის ავტორის კომენტარი).შპს ,,გადამზიდავმა" მხოლოდ 2 ახალი ავტომობილის მონაცემი წარმოადგინა.
წილების გადანაწილება - რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ წილების გადანაწილება გრძელდება არის ცილისწამება და ასევე ლოგიკას მოკლებული შეფასება, რადგან მათ მიერ გაშუქებულ სატრანსპორტო ხაზზე (#38)გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, ანუ გამარჯვებული არ გამოვლინდა. მეტი გამჭრიახობაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ წილების გადანაწილება გამარჯვებულთან არის შესაძლებელი.
N50 სამაშუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "გადამზიდავმა" კონკურენტთან წააგო - აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი. შპს "გადამზიდავი" კონკურსიდან მოიხსნა გაყალბებული დოკუმენტის წარმოდგენის გამო.
ავტომობილების შემოწმების დროს დაფიქსირდა ხარვეზები, კონკრეტულად ერთ-ერთ ავტომობილს საქარე მინა ქონდა დაზიანებული, მეორეს სავარძლებს შორის დაშორება ქონდა დარღვეული. ქუთაისში მოქმედი წესის მიხედვით აღნიშნული ითვლება დარღვევად და კომისიას შეეძლო მოეხსნა შეფასებიდან შპს "გადამზიდავი", მიუხედავად ამისა ხარვეზების აღმოსაფხვრელად მას 1 კვირიანი ვადა მიეცა.
ავტომობილების და მძღოლების შემოწმებასთან ერთად აუცილებელია ბაზის შემოწმება, სადაც მოხდება ავტომობილის და მძღოლის წინასარეისო შემოწმება. 7 ივლისს შპს "გადამზიდავის" მიერ მითითებული ბაზა ვერცერთ ნორმას ვერ აკმაყოფილებდა: არ იყო მოწყობილი სამედიცინო პუნქტი, წინასარეისო გამშვები პუნქტი; ავტომობილების სამრეცხაო. მიუხედავად ამისა კომისიამ შპს "გადამზიდავს" ერთკვირიანი ვადა მისცა.
ქალაქის მერია და საკონკურსო კომისია აცხადებს, რომ არავის მისცემს გამჭვირვალე პროცესის დისკრედიტაციის უფლებას", - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.


ნანახია: 2147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,რუსთავი2“-მა ალტერნატიულ ადგილზე კონცერტი არ ჩაატარა," -ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის მერიაში აკეთებენ.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი რუსთავი 2-ის ბრალდებებს უარყოფენ და საპასუსო განცხადებას ავრცელებენ.
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება.
რუსთავი 2 კონცერტის ჩაშლაში ქუთაისის მერიას ადანაშაულებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი გადამყვანი მხოლოდ 5 ხაზზე გამოავლინა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, რუსთავი 2 ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც მოვლენებს ობიექტურად აშუქებს და რომელიც ხელისუფლებას არ

ამინდი