Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნიის გასვლითი თათბირი და რეგიონის პრობლემები

თარიღი : 4-08-2015, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმდინარე პრობლემებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმები დასახეს. რეგიონში ამ ეტაპზე ბიუჯეტის შესრულების ყველა პარამეტრი დამაკმაყოფილებელია და ასევე, განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები "სოკარ ჯორჯია გაზის", "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა" და "თელასის" რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტებში ძირითად პრობლემას გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზები, მოძველებული ელექტროენერგიის ბოძები და ახალი წყლის სისტემების მშენებლობა წარმოადგენს. მხარეებმა აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრაზე იმსჯელეს, რეგიონის ხელმძღვანელობამ კი აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს ყოველ თვეში ერთხელ მართავს.


ნანახია: 2400-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის გასვლით
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ამინდი