Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს," -სოლიდარობის აქცია ქუთაისში

თარიღი : 4-08-2015, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს,''-ამ სლოგანით ქუთაისში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართება. ქალაქის ცენტრალურ ბაღში, სამი სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად წიგნები, ხელნაკეთი ნივთები და სხვა საგნები გაიყიდება. მხატვარი ლია უკლებ, აქციის ფარგლებში სახეებს მოხატავს. სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

"აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის სახლის“ ორგანიზებით იმართება. სოლიდარობის კამპანიაში ჩართულები არიან კერძო კომპანიები. წიგნები მოგვაწოდეს მოქალაქეებმა, პოეტმა პაატა შამუგიამ, გამომცემლობა „არტანუჯმა“ და „ინტელექტმა“, ასევე მრვალპროფილიანმა კლინიკამ „ლ.ჯ“. თანხები გაიღეს კომპანიებმა: ფეხსაცმლის მაღაზიამ “ლევანტო“, ხორც-პროდუქტების კომპანიამ „ექსტრამითი“, შპს „გურმანი“ „ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა“, სამკერვალო ფაბრიკამ „იმერი“ და ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობის სასურსათო მაღაზიებმა," - ამბობს "მიგრაციის სახლი"-ს ხელმძღვანელი ლელა სებუა.

სოლიდარობის აქციის მედიაპარტნიორები არიან : რადიო „ძველი ქალაქი“, საინფორმაციო სააგენტოები: TOPNEWS.COM.GE; KUTAISIPOST.GE; გაზეთი „ახალი გაზეთი“-newpress.ge kutaisinews.net.

სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება. აქციის გარდა, თანხის შეგროვება მიმდინარეობს ასევე საბანკო გადარიცხვითაც. სოლიდარობის აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს, კერძო თუ იურიდიულ პირს შეუძლია.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: მიგრაციის სახლი
ბანკის კოდი: UGEBGE22
ანგარიშის ნომერი: GE63VT0500000077833602GEL
გთხოვთ გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითოთ ქველმოქმედება.

დამატებითი ინფორმაცია:
წყალტუბოში მცხოვრები ჯიმშელეიშვილების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს წლებია თავი ავარიული ბინისთვის აქვს შეფარებული. მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ჯიმშელეიშვილები მრავალშვილიანი ოჯახებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებენ. ოჯახის უმცროსი წევრი ნაადრევად (ექვსი თვის) დაიბადა. თანდაყოლილი ტრამვის გამო, მკურნალობას პერმანენტულად საჭიროებს. ოჯახის მცირე სახსრები არათუ ბავშვის მკურნალობას, არამედ ელემენტარულ საარსებო პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

ქუთისში ჯამაძეების ოჯახი სოციალური დახმრების იმედადაა დარჩენილი. მამას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფიზიკურად მუშაობა უჭირს. დედა კი ორსულეობის მეცხრე თვეშია. უსახსორბის გამო ექიმთან კონსულტაციაზე მხოლოდ ერთხელ იყო. მედიკამენტების ყიდვისა და სპეციალური რაციონის მიღების საშუალება არ აქვს. მეორე შვილს კი ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აქვს. ყოველთვიურად 80 ლარის მედიკამენტების მიღებას საჭირეობს. ოჯახი იძულებული გახდა დამატებითი საბანკო ვალდებულებები აეღო. რის გამოც სოციალური დახმარება უნახევრდებათ.

თბილისში მცხოვრები გორგაძეების ხუთსულიანი ოჯახი უსახსორბის გამო შვილს ვერ მკურნალობს. უმცროსი წევრი შშმ პირია. სამკურნალოდ კი ძვიადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი საარსებო ხარჯებსაც არ ყოფნის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ლელა სებუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის სახლის“ ხელმძღვანელი
Tel: 551 30 20 23

გივი ავალიანი, სოლიდარობის კამპანიის კორდინატორი
Tel: 595 07 87 98.


ნანახია: 2092-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უთაისში, 4 აგვისტოს, 12 საათზე, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საქველმქომედო- სოლიდარობის აქცია გაიმართება.
როგორც მრავალშვილიანი დედა ამბობს, მას ღამის გასათევი არ აქვს და ბოლო რამდენიმე დღეს ქუთაისის მერიის შენობის წინ ატარებს.
ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ
საქველმომქედო აქცია ქუთაისის მერიის წინ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში 18:00 საათზე დაიწყება.
საქველმომქედო აქცია ქუთაისის მერიის წინ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში 18:00 საათზე დაიწყება.

ამინდი