მდინარეებში ავტომანქანების რეცხვისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს
თარიღი : 4-08-2015, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილების სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, წყლის რესურსების კანონდარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები მდინარეებში- გუბისწყალი, ხანისწყალი, ყვირილა და ძირულა მანქანებს რეცხავდნენ. ექვსივე შემთხვევაში დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
