აგვისტოში ქუთაისში დარჩენილებს ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენებაზე ეპატიჟებიან

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური აგვისტოს თვეში, ქალაქში დარჩნილ მოსახლეობას ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენებაზე ეპატიჟება.
კინოჩვენებები 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, მონ პლეზირის თაღთან იმ ადგილას გაიმართება, სადაც ქუთაისის ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი მდებარეობდა.
"მათთვის, ვინც ზაფხულის ამ ცხელი დღეების განმავლობაში ვერ შეძლო ქალაქიდან გასვლა!ტრადიციულად გელით კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ. წარმოდგენილი იქნება ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივა. ამ დიად იტალიელს, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ მისტიფიკატორსა და გამომგონებელს კინოს ისტორიის განმავლობაში, წელს დაბადებიდან 95 წელი უსრულდება და თუ შეიძლება სიტყვა „კინემატოგრაფს“ რაიმე სინონიმი ჰქონდეს, ეს აუცილებლად ფელინის სახელი იქნებოდა," - აცხადებენ კულტურის სამსახურში.
კინოჩვენებების პროგრამა ასეთია:
10 აგვისტო - „გზა“;
11 აგვისტო - „ტკბილი ცხოვრება“;
12 აგვისტო - „კაბირიას ღამეები“;
13 აგვისტო - „81/2;“
14 აგვისტო - „ამარკორდი“.
ყველა სეანსი 21:00 საათზე დაიწყება. გახსნისას კი მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი ელის - ფელინის კინოსამყაროს ამსახველი მცირე პერფომანსი. დასწრება უფასოა.