"პოლიტიკური პარტია", - საგრანტო პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა
თარიღი : 3-08-2015, 23:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საგრანტო პროექტი "პოლიტიკური პარტია" დაიწყო. 30 მონაწილით დაკომპლექტებული გუნდის შეხვედრა დღეს, RICDOG-ის ოფისში გაიმართა. შეხვედრას საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
მონაწილეებს პროექტის გუნდმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოდევნო 6 თვის განმავლობაში დაგეგმილი პროცედურებისა და პროცესების შესახებ.

"მონაწილეებს გავაცანით პროექტის სრული მიზანი და ამოცანები, თუ რა კომპონენტებს მოიცავს მთლიანი საპროექტო პერიოდი. ერთმანეთიც უკვე გავიცანით. დღეიდან პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა. სანამ პერმანენტული სახე მიეცემა მონაწილეების ყოველკვირეულ მუშაობას, მანამ 30 ადამიანი გაემგზავრება 4 დღიან ბანაკში. ბანაკი თავისი დატვირთვით არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას მომდევნო 4- თვიანი მუშაობა,"-ამბობს, პროექტის კოორდინატორი და RICDOG-ის გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.
ბანაკში მონაწილეები პარასკევს, 7 აგვისტოს გაემგზავრებიან. 4 დღის განმავლობაში მათ მოწვეული ექსპერტები- ნოდარ ჯიქია, ზეკო ხაჩიძე, გიორგი ბერია და მათე გაბიცინაიშვილი შეხვედებიან. ექსპერტებისა და ბანაკის მონაწილეების სასაუბრო ძირითად თემებს "პოლიტიკური პარტიების ისტორია," "პოლიტიკური იდეოლოგია და დემოკრატია", "პოლიტიკური პარტიების მუშაობა მედიასთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩეველთან", ასევე, "საპარლამენტო არჩევნები" წარმოადგენს.
ექსპერტების გარდა ბანაკში მოწვეული არის ტრენერი და ფასილიტატორი, რომლებიც მონაწილეებს გუნდურობაზე, კომუნიკაციაზე, ლიდერობასა და ღირებულებებზე სავარჯიშოებს ჩაუტარებენ.
პროექტის მონაწილეებს შეხვედრა ექნებათ მშვიდობის კორპუსის მონაწილესთან ჯილ სიმპსონთან, რომელიც მათ აშშ-ს პოლიტიკური პარტიების მუშაობის პრინციპზე ესუბრება.
პროექტი „პოლიტიკური პარტია“ 6 თვიანია და მისი მიზანია რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წევრებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა.
პროექტი "პოლიტიკური პარტია" არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ასევე ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარდა, პროექტში ასევე ჩართული იქნება 6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, გამარჯვებულად ცხადდება და გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო პრიზი გადაეცემა. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ ორ ბანაკში.