"მძევლები", - წყალტუბოში ახალ ქართულ ფილმს გადაიღებენ

,,მძევლები", - ასეთია იმ ფილმის სახელწოდება, რომელსაც რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი იღებს. ფილმში ასახული იქნება თვითმფრინავის გატაცების ისტორია. გადასაღები მოედნისთვის ადგილები კურორტ წყალტუბოში შეირჩა. ახალ ქართულ ფილმში ქუთაისის თეატრის მსახიობები ითამაშებენ. მსახიობებთან შეხვედრასა და ფილმის დეტალებზე საუბარს გადამღები ჯგუფი 5 აგვისტოს, მესხიშვილის თეატრში გეგმავს.