დევნილები და ომით დაზარალებულები ბიზნესის წამოსაწყებად დახმარებას მიიღებენ
თარიღი : 3-08-2015, 18:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები 2015-2016 წლებში იძულებით გადაადგილებული და მათი მასპინძელი თემებისათვის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრებს ჩამოაყალიბებენ და 800-ზე მეტ ბენეფიციარს ბიზნეს-შესაძლებლობების განვითარების თემაზე კონსულტაციას გაუწევენ. აღნიშნულს ის პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხორციელების უფლება საქველმოქმედო -ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ საგრანტო კონკურსის შედგად მოიპოვა.
ცენტრი "აფხაზეთი" აღნიშნულ პროექტს 4 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს. ესენი არიან: ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (წყალტუბო), კავშირი „დიოსკურია“ (ფოთი), „საუნჯე“ (ზუგდიდი), ქუთაისის განათლების და დასაქმების ცენტრი (ქუთაისი).
პროექტის ბენეფიციარები გაივლიან სხვადასხვა ტრენინგს, მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის შეხვედრებში. პროექტის ფარგლებში 475 დევნილი და ომით დაზარალებული თემის წარმომადგენელი ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად 500-დან 4 000 ევრომდე ღირებულების გრანტს მიიღებს.
პროექტის- „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ ფინანსურ მხარდამჭერს ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირი (EU) წარმოადგენს.