იტვირთება

რა ხდება შოვში, სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ?

რა ხდება შოვში, სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ?

სტიქიიდან ერთი თვის თავზე, შოვში სამძებრო სამუშაოები არ წყდება. ამ დროისთვის ორ არასრულწლოვანს ეძებენ. სამუშაოები მიმდინარეობს როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარეების-რიონის, ჭანჭახისა და გუმათჰესის ტერიტორიებზე. არასრულწლოვნების სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე მცურავი საშუალებები. 

სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში რჩებიან მაშველები და ადგილზე იმყოფება მძიმე ტექნიკა. სამძებრო სამუშაოების პარალელურად, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენა. ასევე, პრევენციის მიზნით დაიწყო ღვარცოფული მდინარეების კალაპოტის წმენდა და პროცესი გაგრძელდება. 

მისივე თქმით, ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი სოფელ გლოლას წყლის სისტემა, რომელიც სტიქიამ დააზიანა. 

3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ, მაშველებმა სტიქიის ზონაში 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები