ქუთაისის მერმა ურეკში დამსვენებლები მოინახულა
თარიღი : 3-08-2015, 17:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე კურორტულ- სამკურნალო სარეაბილიტაციო მომსახურებას ახორციელებს. 400 ბენეფიციარი ურეკში ზაფხულის განმავლობაში, 10-10 დღით ისვენებს. დამსვენებლები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა და მათთან ერთი დღე გაატარა. მერიის პროგრამაში ჩართული ბენეფიცარები არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ცერებრალური დამბლით დაავადებულები და მათი მომვლელები ასევე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოცილაურად დაუცველი ოჯახის წევრები. დასვენების კურსი სულ ხუთ ეტაპად ხორციელდება. მეხუთე ნაკადი ურეკში ხვალ გაემგზავრება.