Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - ქეთევან ბერძენიშვილი

თარიღი : 2-08-2015, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას სახელწოდებით: "მე, რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ.
რუბრიკის მორიგი სტუმარი ჟურნალისტი და რადიო "ძველი ქალაქის" ხელმძღვანელი ქეთევან ბერძენიშვილია.



"ბევრჯერ მიფიქრია როგორი უნდა იყოს ქუთაისი თანამედროვე ყოფიერებაში. რა მოთხვნებსა და სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს არ მოუნდეთ მისი დატოვება, ან მიტოვება. როგორი უნდა იყოს ქალაქი, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს იგრძნობს საჭიროდ, ექნება ცხოვრების, მუშაობის, განათლების მიღების, დასვენების პირობები. ჩამოსულ სტუმრებს, ტურისტებს კი, სამუდამოდ დაამახსოვრდებათ და კიდევ მოუნდებათ ქუთისში დაბრუნება.
მე რომ ქალაქის მერი ვიყო, პირველ რიგში ხმამაღლა განვაცხადებდი, რომ ქუთაისი არის საპარლამენტო სტატუსის ქალაქი!
შესაბამის სტრუქტურებს დავავალებდი, რომ შეიქმნას ქალაქის სტარატეგიული,  ურბანული და მწვანე  განვითარების გეგმა. 
ვიზრუნებდი იმისთვის, რომ ქუთაისში იყოს ბევრი ფერადი ქუჩა, უამრავი ყვავილითა და ხეებით, საბავშვო ატრაქციონებით და სკვერებით. კაფეებითა და ღია ბიბლიოთეკებით. რომ ქუჩები და ადმინისტრაციული შენობები   იყოს ადაპტირებული, რომ ქალაქში დადიოდეს ტრანსპირტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის სპეციალური ტრანსპირტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომ ქალაქში არსებობდეს საზოგადოებრივი ტუალეტები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.  რომ ქალაქი იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის. ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქუთაისი არის მწვანე ქალაქი,  ამას მოწმობს ქუთაისის გერბსა და დროშაზე დომინირებული მწვანე ფერი. ეს რომ შესაბამისობაში იყოს, მნიშვნელოვანია ქალაქის მწვანე განვითარების გეგმა, რაც გულისხმობს რეკრეაციული ზონების არსებობას. 
მე რომ ქუთისის მერი ვიყო, შესაძლებელს გავხდიდი წლის ყოველ სეზონზე, ქალაქში გაიმართოს ფესტივალები ღია ცის ქვეშ. სადაც ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებოდათ წარმოეჩინათ საკუთარი ხელოვნება, განათლება და ნებისმიერი ნიჭი. 
მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რათა მუდმივად ვიცოდე იმ საჭიროებების შესახებ, რაც თვითმმართველ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ. 
პირველ რიგში კი მაინც, ქუთაისის ყველა შესასვლელში დავდგამდი დიდ ბანერებს წარწერით : „ქუთაისი- საპარლამენტო ქალაქი“,- ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.


თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია.
რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.


ნანახია: 2702-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ
]თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ

ამინდი