წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება (+5 ფოტო)
თარიღი : 1-08-2015, 22:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები, რომელთა ღირებულება 38 მილიონი ლარია დასასრულს უახლოვდება.
წყალტუბოს განახლებული ცენტრალური პარკი, ცივ ტბაზე მოწყობილი თანამედროვე სპორტული კომპლექსი და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რეაბილიტირებული შენობები რეგიონული განვითარებისა მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
სტუმრებს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი აცნობდა, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება განახლებული წყალტუბოს გახსნა და დასრულებული ობიექტების ჩაბარება.