შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი კი კახი კახიშვილი გახდა
თარიღი : 1-08-2015, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს ახალ მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დანიშნა.
აქამდე მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს იკავებდა.
„ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, გამოცხადებული ნდობისთვის. ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე. სწორედ, რომ გერქვას შს მინიტრი, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის წინაშე. მინდა, მადლობა გადავუხადო სასჯელაღსრულების სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც დღე და ღამე ჩემს გვერდით იდგნენ და მეხმარებოდნენ იმ ძირეული რეფორმების განხორციელებაში, რაც ჩვენ ამ სისტემაში განვახორციელეთ. მადლობა, ბატონ კახის, ვუსურვებ წარმატებებს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახი ღირსეულად გააგრძელებს იმ დარჩენილ განსახორციელებელ პროექტებს, რომელიც სამინისტროშია“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება მღებრიშვილის შემცვლელს, პრემიერმა ამ პოსტზე კახი კახიშვილი წარადგინა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა. მე ძალიან კაგრად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ, ამავდროულად, საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ, მეორეს მხრივ, აუცილებლად უზრუნველვყოფ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზებას პენიტენციურ დაწესებულებებში. მინდა, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ მეგობარ გოგა მღებრიშვილს, რომელმაც ჩაიბარა ქვეყნის სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი და წარმატება მინდა ვუსურვო მას“, - განაცხადა კახიშვილმა.
ცნობისთვის კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.