Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მედიქალ სიტი" დევნილებს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება

თარიღი : 31-07-2015, 21:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჰოსპიტალ"მედიქალსიტისა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, დევნილთა მინისტრის მოადგილე გია გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე ესწრებოდნენ.
შეთანხმების მიხედვით, ჰოსპიტალი დევნილის სტატუსის მქონე პირებს 1 წლის განმავლობაში ოფთალმოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებს.
დღესვე,"მედიქალსიტსა" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების საფუძველზე, "მედიქალსიტი" რეზიდენტებისთვის კლინიკური ბაზა გახდება, სადაც ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული პროფესორები ასწავლიან.
ცნობისთვის, კლინიკა ჩართულია c ჰეპატიტის უფასო სკრინინგის პროგრამაში


ნანახია: 2824-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ პროგრამაში თბილისის შემდეგ ქუთაისიც ჩაერთო და პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ მულტიპროფილურ ჰოსპიტალს ,,მედიქალსიტის", სადაც მათ
ქუთაისი C ჰეპატიტის წინააღმდეგ დაწყებულ აქციას უერთდება.
ქუთაისის, თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამინდი