Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბედი და ბედისწერა არ არსებობს," - რას ამბობს მოძღვარი გავრცელებულ შეხედულებაზე?

თარიღი : 31-07-2015, 13:38 | კატეგორია: საზოგადოება, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შუბლზე რაც გაწერია, იმას ვერ წაუხვალ, ეს შენი ბედია და ალბათ, ასე იყო საჭირო, - ხშირად მოისმენთ ამ ფრაზებს ადამიანებისგან, რომელთაც ბედის არსებობის სჯერათ. როგორც ეკლესიური სწავლება ქადაგებს, ბედი და ბედისწერა არ არსებობს და ადამიანი იმას მოიმკის, რასაც დასთესს. ამ საკითხზე ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი საუბრობს.

-ხალხში გავრცელებულია ტერმინი ბედი და ბედისწერა, რომელთა შორის არანაირი განსხვავება არააა, სინამდვილეში კი არავის ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება.

ეკლესიური სწავლებით არსებობს ღვთის ნება, ღვთის დაშვება და ღვთის განგებულება. სწორედ ღვთის ნება იყო, რომ ღმერთმა გამოარჩია აბრაამი და უთხრა, რომ შვილი ისააკი, მისთვის მსხვერპლად შეეწირა. ღვთის განგებულებით, იოსებს თავისი ძმები ეგვიპტეში გაყიდიან, რადგან ისრაელის ერი წარმოიშვას ეგვიპიტის მონობაში. რაც შეეხება ღვთის დაშვებას, ეს იყო მაშინ, როცა მართალ იობზე ღმერთმა განსაცდელები დაუშვა, ამ შემთხვევაში ამ ქმედებებს ხალხი ბედს და ბედისწერას უწოდებს, რაც არასწორია.

-გამოდის, რომ ხალხში გავრცელებული აზრი, რომ ჩვენი ბედი წინასწარ არის დაწერილი, არასწორია?

-თუ ბედი წინასწარ არის დაწერილი, მაშინ ღმერთი გამოდის ბოროტმოქმედი ბედის მწერალი, ზოგს უბედურება დაუწერა, ზოგს სიკვდილი, ზოგს ბედნიერება და ა.შ. უბრალოდ ღმერთმა წინასწარ იცის რა გველოდება, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არ ერევა. კაცობრიობას რა ელოდება, ეს ყველაფერი იოანეს გამოცხადებაში წინასწარ წერია, რასაც აპოკალიფსი ჰქვია, მაგრამ ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში არ ერევა, მან იცის, რომ ადამიანი თავისი ქმედებიდან გამომდინარე მოხვდება იმ ადგილას, რის შესახებაც უფალს აქვს აღწერილი, მაგალითად როცა ვხედავთ, რომ ნასვამი მძღოლი მანქანას არეულად ატარებს, ძნელი არ არის მიხვდე, რომ ის სადმე გადაიჩეხება, მაგრამ ღმერთი მას ხომ აფრთხილებს, შენიშვნას აძლევს, თუმცა მძლავრად არავის ცხოვრებაში არ ერევა იმიტომ, რომ თუ ის ასე მოიქცა, მაშინ ადამიანის თავისუფალი ნება იკარგება, რაც დიდი შეურაცხყოფაა თავად ღმერთისა და ქმნილების.

თუ ადამიანი 24 საათი სასმელს სვამს ან თამბაქოს ეწევა, შეიძლება სამწუხაროდ მალე გარდაიცვალოს ან დაავადდეს და როცა ადამიანს ასეთი სულელური ქმედების შემდეგ რამე სნეულება შეხვდება, მე მგონი ჩვენი მხრიდან ძალინ დიდი უგუნურება იქნება ვთქვათ, რომ ღმერთმა ის დასაჯა.

-ანუ ადამიანს საკუთარი ბედისწერა შუბლზე არ აწერია?

-რა თქმა უნდა, არ აწერია, მაგრამ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, თუმცა თუ ადამიანი ღვთის ნებას არ ემორჩილება, უკონტროლო მაინც არ ხდება და გადადის ღვთის განგებულებაში, ანუ უკონტროლო მდგომარეობა ღმერთს არ აქვს. ვინმემ არ თქვას, რომ მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ღმერთის არ მწამს და ჩემ ჭკუაზე უნდა მოვიქცე, რადგან ასე არ ხდება. ამის გაგება ცოტა რთულია, მაგრამ თუ კარგად წავიკითხავთ ბიბლიას და ჩვენს ცხოვრებას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ღმერთი ჩვენი კარგად ყოფნისთვის მაქსიმუმს აკეთებს, მისი მოთმინების ფიალა არასდროს არ ივსება და არ იტყვის, რომ თავში ქვა გიხლიათ და რაც გინდათ ის აკეთეთო.

რატომ არსებობს ჯოჯოხეთი? ნუთუ ღმერთმა ჯოჯოხეთი სპეციალურად შექმნა? რა თქმა უნდა ასე არაა. ღმერთმა დაუშვა სიკვდილიც, რომელიც არ არსებობდა, მაგრამ სიკვდილი ცოდვის შედეგია და ჯოჯოხეთი ცოდვის საზღაურია.

ბედი და ბედისწერა რომ არ არსებობს, ამის მაგალითი ლუკას სახარებაში წერია - ჯვარცმისთვის ორი ავაზაკია გაკრული, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, როგორ ფიქრობთ, ღმერთმა ერთს სამოთხე დაუწერა და მეორეს ჯოჯოხეთი? ორივე ავაზაკია, ერთი ავზაკი ავაზაკურ ცხოვრებას აგრძელებს, ქრისტეს საყვედურობს თუ რატომ არ ეხმარება, მეორე ავაზაკი კი ამბობს, რომ ჩვენ ორივემ რაც დავთესეთ იმას ვიმკითო, ბედი და ბედისწერა, რასაც დათესავ, იმას მოიმკია. ასე ვართ ჩვენც, თუ ავაზაკურ ცხოვრებას გავაგრძელებთ, იმ ავაზაკივით ჯოჯოხეთი არ აგვცდება, ხოლო თუ მოვინანიებთ, ჩვენი ბედის მჭედლები თავადვე ვიქნებით. ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, მან ყველას მისცა აზროვნება, გონება და იმის საშუალება, რომ სული იცხონოს და პატიოსნად იცხოვროს.

-როდესაც ადამიანს რამე კარგი ან ცუდი შეემთხვევა, ამბობს, რომ ალბათ ასე იყო საჭირო, რადგან ჩემი ბედი ასეთია, ეს რამდენად სწორია?


-შემთხვევით არაფერი ხდება, რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით. უფლის ნება ჩვენი ცუდად ყოფნა არ არის. ღვთის ნების, ღვთის განგებულების და ღვთის დაშვების გარეშე მაინც არაფერი არ ხდება, მაგრამ ღმერთის სიყვარული იმდენად დიდია, რომ ადამიანის ყველა ჩადენილ ბოროტებას გადაწონის, მაგრამ თუ ადამიანი ჯიუტად დგას არასწორ გზაზე, ღმერთი ძალდატანებით ვერ მოაქცევს.

ambebi.ge


ნანახია: 4031-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა
რამდენი სანთელი უნდა დავანთოთ ტაძარში შესვლისას, ზეთისცხების შემდეგ უნდა დავიბანოთ თუ არა პირი, როდის არის ზიარება უკეთესი,

ამინდი