Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რუსთავი -2"-ს ვთხოვთ აუხსნას მოტყუებულ მოსახლეობას რატომ არ ჩატარდა კონცერტი ქუთაისში"

თარიღი : 31-07-2015, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,რუსთავი2“-მა ალტერნატიულ ადგილზე კონცერტი არ ჩაატარა," -ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის მერიაში აკეთებენ.

ქალაქის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ცენტრალური მოედნის ნაცვლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს კონცერტის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა ტელევიზიამ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"განვმარტავთ, რომ ,,რუსთავი 2“-მა მოითხოვა კონცერტის ჩატარება ცენტრალურ მოედანზე, რაც გამოიწვევდა ძირითადი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვას, მაშინ როცა ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელ 2 მთავარ ქუჩაზე მაშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (გვარდება ქუთაისის წყალმომარაგების პრობლემა). აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის სამუშაოების წარმოების დოკუმენტაცია და ცენტრალური მოედნის დამაკავშირებელი ქუჩების სიტუაციური რუკა.
სამწუხაროდ რუსთავი 2-მა ეს ინფორმაცია ბოლომდე არ გაავრცელა. მათი გენერალური დირექტორის მიერ 2015 წლის 17 ივლისს 9 საათიან კურიერში გაკეთდა ქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ არაკორექტული განცხადება, ასევე აღინიშნა, რომ ერთი კვირის თავზე კონცერტი გაიმართებოდა ქალაქ ქუთაისში ბალახვნის მოედანზე. აღნიშნულ ადგილზე კონცერტის ჩატარების წინააღმდეგი ქალაქის მერია არ ყოფილა. ბალახვნის მოედანზე ,,რუსთავი 2“ -ის მიერ კონცერტი არ ჩატარდა და კონცერტზე მისულ ადამიანებს ,,რუსთავი2“ არ დახვდა. შესაბამისად მოტყუებული დარჩა ქალაქის მოსახლეობა. რუსთავი 2-ს ვთხოვთ, აუხსნას ქუთაისის მოტყუებულ მოსახლეობას, თუ რატომ არ ჩატარდა 24-25 ივლისს კონცერტი ქუთაისში, რათა აღნიშნული აღარ გახდეს სპეკულირების საბაბი," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 3433-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში კი რუსთავი 2-ის ბრალდებებს უარყოფენ და საპასუსო განცხადებას ავრცელებენ.
რუსთავი 2 კონცერტის ჩაშლაში ქუთაისის მერიას ადანაშაულებს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში რუსთავი 2-ის მისამართით განცხადებას ავრცელებენ.
მოედანი სამი დღით გადაიკეტება.

ამინდი