Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 31-07-2015, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე ქალაქ ხონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კომპლექსში ჭიდაობისა და კალათბურთის ჯგუფები დაიწყებს ფუნქციონირებას, ასევე დაგეგმილია 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების აღდგენა, საშხაპეებისა და სარბენი ბილიკების განთავსება. სრულად მოწესრიგდება დაწესებულებამდე მისასვლელი გზის 200 მ–იანი მონაკვეთიც. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 400 000 ლარით ფინანსდება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ხონში კულტურული დანიშნულების ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელეს. მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაწესებულება სრულად გარემონტდება და მასში დამატებით ორი შემოქმედებითი ჯგუფი გაიხსნება. განახლებული სამუსიკო სკოლა ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას, სამუშაოებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 115 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.


ნანახია: 2095-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განახლებული სამუსიკო სკოლა ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.
გივი ჭიჭინაძემ ხონის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით
თერჯოლაში 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის პროცესი გრძელდება.

ამინდი