Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება იმერეთში? 31.07.2015

თარიღი : 30-07-2015, 23:28 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
11 საათი-"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში ენჯეოთა ყოველთვიური შეხვედრა გაიმართება.

12:00 საათი- პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ჩინური მხარის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა: ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.

16:00 საათი- ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა/დისკუსია თემაზე: ,,რა გამოწვევების წინაშე დგას ტურიზმი იმერეთში?“
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი: ქალბატონი ლალი გიგაური, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი ეკა დევიძე და ა(ა) იპ ,,ტურიზმი და რეალობას“ მოხალისე -ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი ბატონი ლიამ მპალბაკი.

ჰოსპიტალში „მედიქალსიტი“, 31 ივლისს, ბავშვთა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით კონსულტაციებს ჩაატარებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი,საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ექსპერტი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.

18:00 საათი-ქუთაისის სათემო ცენტრი (მის: ქუთაისი, თამარ მეფის #98)გეპატიჟებათ ძალიან საინტერესო ამერიკულ ფილმის ჩვენებაზე.
ფილმი, "აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ლგბტ თემის მობილიზების“ პროექტის ფარგლებში იგეგმება. ფილმი ორი ახლაგაზრდა ადამიანის მეგობრობის ისტორიას ასახავს, რომელთაგან ერთ-ერთი აივ - ინფექციის მატარებელია.

18:00 საათი-არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი" გიწვევთ ქუთაისის №3 სამშობიარო სახლში მხატვარ ლია უკლებას გამოფენაზე. გამოფენის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მომხსენებელი: რეპროდუქტოლოგი შორენა სულამანიძე. პროექტის მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".

თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.

ნანახია: 2184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი