ქუთაისში ახალი შუქნიშნების დამონტაჟება მიმდინარეობს
თარიღი : 30-07-2015, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში რამდენიმე ადგილას საგზაო-საავტომობილო მოძრაობის რეგულირების შუქნიშნების, ასევე ფეხით მოსიარულეთა რეგულირების შუქნიშნების მოწყობა მიმდინარეობს. შუქნიშნები ფოლკლორის სასახლესთან, გალაკტიონ ტაბიძისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე,წერეთლისა და მანდარიას ქუჩების კვეთაზე, ასევე აბაშიძისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე მონტაჟდება. სამუშაოებს შ.პ.ს „გლობალსერვისი“ ასრულებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85.522 ლარი იხარჯება.ასევე ამ ადგილებში მოხდება ძველი შუქნიშნების დემონტაჟი.