Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასაქმება პარლამენტში – დევს თუ არა საკონკურსო პირობებში ნაღმები?

თარიღი : 30-07-2015, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირობები აჩენს ეჭვს, რომ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „კომერსანტს“ საჯარო კონკურსებზე დაკვირვების პრაქტიკული გამოცდილების მკითხველმა განუცხადა.

ჩვენი მკითხველის თქმით, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, საქართველოს პარლამენტის აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის განაცხადში, რომელიც პარლამენტის საიტის გარდა, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგერდზეც გამოქვეყნდა, კონკურსის პირობები ნათლადაა ჩამოყალიბებული, თუმცა, იქვეა ჩადებული ერთი პატარა „ნაღმი“ – „კანდიდატს შეიძლება მიეცეს წერილობითი დავალება“.

„კომერსანტის“ მკითხველის თქმით, „ნაღმი“ პარლამენტის საიტზე შემდეგი განცხადების სახით დევს: ”ყურადღება! იმ კონკურსანტებს რომელთაც განცხადებები შემოტანილი აქვთ საბიუჯეტო ოფისის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად II ეტაპის (ტესტირების) წარმატების გადალახვის შემთხვევაში, კონკურსის III ეტაპის (გასაუბრების) წინ მიეცემათ დავალება“.
მკითხველს ეჭვს უჩენს, რამ განაპირობა ასეთი საგანგებო ინტერესი ან ვის ინტერესებშია ეს განსაკუთრებულობა?

“ამ „ნიმუშს“ თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ესაა ნიშანი, რომ ამ სტრუქტურაში „უცხო პირთა“ მოხვედრა შეუძლებელია. თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ ეს ე.წ. დავალება, აბსოლუტურად შეუსაბამოა. „დავალება“ კონკურსანტის კვალიფიკაციის დადგენას არ ემსახურება და პირდაპირ შეძლება ითქვას, რომ ეს არის საძრომი! მხოლოდ საინტერესოა ვის მიერ და ვისთვის მოწყობილი? „დავალების“ 80 პროცენტი ინგლისურენოვანია, ასეთი საკვალიფიკაცო მოთხოვნა კი განცხადებაში არ ყოფილა.

თანაც, დავალებაც მდარე თარგმანია, შესაძლოა შეგნებულადაც. მაგალითად, ტერმინი „გამოდევნის ეფექტი“ „გამოძევების ეფექტად“ არის ნათარგმნი, რაც შეცდომაა. გარდა ამისა, არ არის მითითებული რაიმე წყარო და ლიტერატურა, თუ საიდანაა აღებული ეს ნიმუში, არ არის ცნობილი რამდენი დროა გამოყოფილი, არ არის ინფორმაცია ვარიანტების რაოდენობის და მათი დაცულობის შესახებ, გაუგებარია საკითხთა დიაპაზონი, რომელსაც უნდა ფლობდეს კონკურსანტი, ასევე ის, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდება ამ დავალების შესრულების დონე.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაც ცალკეული სპეცსემინარებისთვის განკუთვნილი საკითხების კომპილაციაა, რომლის „გასაღები“მხოლოდ მის შემდგენელს აქვს. აშკარაა, რომ უკეთეს შემთხვევაში „დავალება“ საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის არაკომპეტენტური პირის, ან პირების მიერ არის შედგენილი.

რაც მთავარია, ეს „დავალება“ და მისი შედეგები სრულიად უკონტროლო და გაუმჭვირვალეა, ტოვებს უზარმაზარ სივრცეს არაობიექტურობისათვის, წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში, მოგონილია (საკმაოდ ეშმაკურად) სასურველი კანდიდატისათვის დაუმსახურებელი უპირატესი მდგომარეობის ხელოვნურად შესაქმნელად და კონკურენტების ჩამოსაცილებლად. ამდენად, მისი არსებობა ჩრდილს აყენებს მთლიანად პარლამენტის აპარატის კონკურსის მიმდინარე პროცესს და სერიოზულ სკანდალს გამოიწვევს თუ დადასტურდა ამ გზით საკუთარი პროტეჟეების გაძვრენის მცდელობა“, – ამბობს „კომერსანტის“ მკითხველი.

პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარინე ასათიანის განმარტებით, აღნიშნული დავალება, ისევე როგორც სხვა პუნქტები, თავიდანვე ჩადებული იყო კონკურსის პირობებში და კანდიდატებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ კონკურსში, ამის შესახებ იცოდნენ. ამასთან, ამ პირობების ნახვა ყველა მსურველს შეუძლია პარლამენტის ვებგვერდზე.

რაც შეეხება დავალების შინაარსს და მის ინგლისურ ენაზე შედგენას, ეს თავად საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელობის მოთხოვნაა, პროგრამა საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის მიერაა გაკეთებული, რომელმაც ინგლისური ბრწყინვალედ იცის.

ასათიანი ამბობს, რომ თუკი ვინმე ვერ შეძლებს კონკურსის პირობების დაკმაყოფილებას და პრეტენზიები გაუჩნდება, შეუძლია კონკურსის შედეგები გააპროტესტოს საპრეტენზიო კომისიაში. ხოლო თუ ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებაც არ დააკმაყოფილებს, აქვს შესაძლებლობა, სასამართლოს მიმართოს.


ნანახია: 1900-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი გუბერნიაში სამჯერ ჩაიშალა.
მანაგაძე, რომელსაც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსობა სურდა, ამბობს, რომ საკონკურსო კომისიაში განაცხადის გაკეთებისას
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომლები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით,
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს პასუხობს.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თქმით, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი მეოთხედ მარტის თვეში გამოცხადდება.
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება.

ამინდი