სამტრედიის მაჟორიტარი: დევნილების მოთხოვნებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ
თარიღი : 30-07-2015, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ და მაჟორიტარმა დეპუტატიმა გიორგი კახიანმა სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რესპუბლიკის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, კომპაქტურად შესახლებულ დევნილებს შეხვდნენ. დევნილებმა ხელისუფლებასთან თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი თხოვნა ხელისუფლებისადმი არის ყოფილი ინფექციური შენობის დემონტაჟი და ეზოს მოწესრიგება. ხელისუფლება კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში დევნილებს დახმარებას დაჰპირდა.
მოსახლეობა იმ დაგროვილ პრობლემებზე საუბრობს, რაც მათ აწუხებთ, თუმცა მედიასთან ისიც აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მხარში უდგას. სავაადმყოფოში შესახლებულთა ძირითადი მოთხოვნა მათ საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება.
„სამწუხაროდ, პრობლემებს რა დალევს. ამ პირობების შეგუება ძალიან ძნელია. ჩვენ შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მათ. გაზიფიცირება თითქმის დასრულებულია, ჩვენ შევძელით, რომ ეზოში შემოგვეყვანა წყალი. რაც შეგვიძლია და რისი საშუალებაც გვაქვს, ვაკეთებთ. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, ეს პრაქტიკულად უახლოეს ხანში მოგვარდება, აღნიშნული შენობის ადგილზე, ლტოლვილების სურვილისამებრ, მოსასვენებელი პარკი მოეწყობა,“- აცხადებს სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერია.
მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, დევნილები ყველაზე რთული სოციალური პრობლემების წინაშე დგანან და სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს მათ მხარში დაუდგეს.
"ყოველთვის სრულყოფილად და იდეალურად ყველაფერი ვერ გამოდის. ბოლო ჩემი ვიზიტისას მათი პრობლემა გაზი იყო, რაც დღეს მოგვარებულია. თითოეული მათი კრიტიკა და მოთხოვნა ლეგიტიმურია და მას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი პრობლემები მოგვარდეს. მათ მთხოვეს, რომ სამინისტროსთან ვუშუამდგომლო, რაც მოგვარებულია,“-ამბობს კახიანი.