ხარჯავს თუ არა ქუთაისის მერია 100 000 ლარს ჩინოვნიკების კომფორტისათვის?

ქუთაისის მერიის პრესსამსახური მონიტორინგის ცენტრ "მედიატორი"-ს საპასუხოდ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამჯერად"მედიატორი"-ს იმ ბრალდებას პასუხობენ, რომლის მიხედვით, ქუთაისის მერია სამი ავტომობილის შეძენაში 100 000 ლარს ხარჯავს. "მედიატორი"-ს წევრთა განცხადებით, ავტომანქანების შეძენა კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირებისათვის კომფორტის შექმნას ემსახურება.
ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ააიპ,,სპეციალური სერვისები“ ავტომობილებს ინსპექტირების ჯგუფისთვის ყიდულობს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, ინსპექტირების ჯგუფების საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, რის გამოც შეუძლებელია მათ ავტომობილის გარეშე უზრუნველყონ დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
"მედიატორი" კვლავ განაგრძობს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომელიც შეეხება ააიპ ,,სპეციალური სერვისები“ -ს მიერ მსუბუქი ავტომანქანების შესყიდვას. დავიწყოთ იმით,რომ ინფორმაცია ზუსტიც რომ იყოს რა შუაშია ქალაქის მერის ფოტოსურათი ააიპ-ის საქმიანობასთან ? ,,სპეციალურ სერვისებს“ დამტკიცებული აქვს ბიუჯეტი და ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაეზარდა ფუნქციები:
ქალაქის დაგვა-დასუფთავება. ქუთაისში აღნიშნული მაღალ დონეზე ხორციელდება, რისთვისაც თითოეული ქუთაისელის მადლობას იმსახურებს ასობით მეეზოვე და მენეჯმენტი
სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები - ქალაქში მოქმედი ყველა სანიაღვრე ქსელი რეგულარულად იწმინდება და ძლიერი წვიმების დროს ქალაქის ქუჩების დატბორვის ფაქტი არ დაფიქსირებულა;
ხეების გადაბელვა - წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს ოპერატიული რეაგირება ქალაქში არსებული ხეების გადაბელვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფუნქცია "სპეციალურ სერვისებს" 2015 წელს გადაეცა და ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. რამოდენიმე თვეში აღნიშნული პრობლემა ქუთაიში დიდწილად მოგვარებულად შეიძლება ჩაითვალოს;
გზების დახაზვა და საგზაო ნიშნების მონტაჟი - აღნიშნული ფუნქცია ერთი თვეა რაც გადაეცა "სპეციალურ სერვისებს" და უკვე შეიძინეს შესაბამისი აპარატურა. აგვისტოს თვეში ქალაქის ძირითადი ქუჩები სტანდარტების მიხედვით დაიხაზება და მოწესრიგდება;
უპატრონო ცხოველების მართვა - აღნიშნული ფუნქცია "სპეციალური სერვისებს" 2015 წლის აგვისტოდან გადაეცემა. უკვე დაწყებულია შესაბამისი თავშესაფრის მოძიება/მოწყობა და ავტომობილებისა და ხელსაწყოების შეძენა.
"მედიატორი"-სთვის რთული გასაგებია, რომ ამდენი ფუნქციის შესრულებას სჭირდება მენეჯმენტი და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფების მიერ სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი. ამისათვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც. დამატებითი ფუნქციების გადაცემამ გამოიწვია დამატებითი მანქანების შეძენის აუცილებლობა, რაც ლოგიკურია.
რაც შეეხება "მედიატორის" განცხადებას, რომ მაღალი თანამდებობის პირები იწყობენ კომფორტს აქაც სიცრუესთან გვაქვს საქმე. ააიპ,,სპეციალური სერვისები“-ავტომობილებს ინსპექტირების ჯგუფისთვის ყიდულობს. მათი საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ შეუძლებელია მათ ავტომობილის გარეშე უზრუნველყონ შესაბამისის სერვისები.
,,მედიატორის“ მიერ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია აღმოჩენა არ ყოფილა ის საჯაროა ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ,,მედიატორს“ წაკითხულის ფურცელზე სწორად გადმოტანის პრობლემა ნამდვილად აქვს," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.