Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს 8 მილიონ 514 045 ლარი დაიხარჯება

თარიღი : 30-07-2015, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს 8 მილიონ 514 045 ლარი დაიხარჯება, ხოლო მხარის 11 მუნიციპალიტეტში 1 380 პროექტი განხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის კრებაზე თავად ირჩევს. თითოეული სოფლისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას ადგილობრივ მცხოვრებელთა რიცხვი განსაზღვრავს. პროგრამის ბიუჯეტი სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად უნდა იყოს მიმართული. სოფლის მოსახლეობა უპირატესობას სარიტუალო სახლების, ბიბლიოთეკების, სოფლის კლუბებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას ანიჭებს. ასევე, ხშირად არჩეულ პროექტებს შორის არის: სარწყავი და სანიაღვრე არხების, სკვერებისა და გარე განათებების მოწყობა, სოფლამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა და სასმელი წყლის ავზების მშენებლობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდების გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კიდევ ერთ დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის 50–მილიონიანი პროგრამის მეხუთე ეტაპი დაიწყო. პროგრამა მოქალაქეთა ჩართულობით მიმდინარეობს.


ნანახია: 1772-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში