"მხარის და ქალაქის პირველმა პირებმა ეს ქალაქი სამიკიტნოდ აქციეს"
თარიღი : 30-07-2015, 00:16 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ქალაქის პირველი პირების ქეიფს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ორგანიზაციის დირექტორი გია გოქაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მომლხენი თანამდებობის პირები თანამდებობებს არ უნდა ინარჩუნებდნენ. Topnews.com.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"როცა ქალაქის ბიუჯეტში არამიზნობრივი ხარჯის იდეა აისახა, რაც ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ოდის მშენებლობას გულისხმობდა, "ევროპა ჩვენი სახლია"–მ ქალაქის მერს მიმართა უარი ეთქვა პირადი კომფორტის ახალი კერის დაფინანსებაზე და ეს თანხა უკეთესი მიზნების შესასრულებლად მიემართა. მაშინვე სავარაუდო იყო და აღინიშნა კიდეც ოდის საჭიროებისა და აშენების მიზნების შესახებ. ეს ადგილი ადგილობრივი ბიუროკრატების საქეიფო ადგილად აშენდა და დღემდე ამ მიზნებს ემსახურება. მას შემდეგ რაც, არასამუშაო საათებში ოდაში მოქეიფე მხარის და ქალაქის ხელმძღვანელობა შენიშნეს, "სისხლისმსმელი" საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ხვადაგიანის მიკიტნობით, ვარაუდები რეალობად იქცა. ამ ადამიანებმა ქალაქი სამიკიტნოდ აქციეს. მაშინ, როცა ქუთაისი შიმშილობს, სამწუხაროდ ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ექეიფება. ამ პირობებში მერ მურღულიას ბიუჯეტის ხარჯზე მოლხენის უფლება არ აქვს, არც გუბერნატორ ჭიჭინაძეს და არც ერთ იქ მყოფ ბატონს! მოქალაქე მურღულიას ქეიფს არავინ უკრძლავს, ბიუჯეტის ხარჯზე მომლხენმა მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ხალხის მიერ საქმის საკეთებლად დაქირავებული მურღულია უნდა გადადგეს! ჭიჭინაძესაც არ აქვს მორალური უფლება იწოდებოდეს იმერეთის გუბერნატორად,"-აცხადებს გოქაძე.