Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტორპედო"-ს ფანებმა ტორპედოსა და დინამოს შეხვედრა ჩაშალეს

თარიღი : 29-07-2015, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზა. მატჩი 31 ივლისს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ამან ქუთაისელ გულშემატკივართა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიას მოუწოდეს, ამ ამხანაგურ მატჩზე უარი ეთქვა (?!).

ორი კლუბის ურთიერთობიდან გამომდინარე, ქუთაისელმა ქომაგებმა "დინამოსთან" სპარინგის გამართვის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს.

"6 თამაშია, ქართულ დერბიში არ მოგვიგია. იმის ნაცვლად, რომ შემდეგი დერბი მოვიგოთ, მიდიხართ და ჩვენს ტაქტიკას აცნობთ მეტოქეს...

იქ ის ხელმძღვანელები დაგხვდებიან, რომლებიც საჩივრებს წერდნენ და ამის გამო ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" წევრებმა ციხეში არაერთი დღე გაატარეს...

ჩვენ თუ არ გვცემთ პატივს, გიორგი ქიმაძის გადაწყვეტილებას მაინც ეცით პატივი. აქ მხოლოდ იმის გამო დარჩა, რომ იცოდა ქუთაისის და "ტორპედოს" ფასი.

იმედია, ამ ყველაფერს გაიაზრებთ და მაგ არაფრისმომცემ თამაშზე უარს იტყვით", - ვკითხულობთ ფანების წერილში.

გიორგი დარასელიამ ეს მოწოდება გაითვალისწინა და ამხანაგურ მატჩზე მართლაც უარი თქვა, რასაც ფანებმა "ღირსეული გადაწყვეტილება" უწოდეს.

ამასობაში, "ტორპედო", რომელიც წლეულს უცხოურ შეკრებაზე ვერ წავიდა, საკუთარ ბაზაზე ემზადება. საბა ადამაშვილისა და ზაურ გოგუაძის გარდა, რომლებიც მიკროტრავმების გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, ყველა ტორპედოელი მწყობრშია.

დღეს, 29 ივლისს, დარასელიას გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს საკუთარ ბაზაზე, ლანჩხუთის "გურიასთან" გამართავს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ნანახია: 1592-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები პოლიციამ გორში გააჩერა.
15 ოქტომბერს ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'ლოკომოტივს' შორის მორიგი მატჩი, 19:00 საათზე, 'ტორპედო'-ს მოედანზე გაიმართება.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომსახურე მამა გიორგიმ (ბასილაია) გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის სახელზე

ამინდი