ქუთაისის მერიას ქალაქში მდებარე 250 000 კვ.მ ფართი საკუთრებაში გადაეცა
თარიღი : 29-07-2015, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიას ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქში მდებარე 250 000 კვ.მ ფართი საკუთრებაში გადასცა.
როგორც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, აღნიშნული მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში უპატრონოდ იყო მიტოვებული, ისინი მერიამ აღნუსხა და სამინისტროს კუთვნილებაში გადმოცემა სთხოვა.
ქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ფართობის გასხვისების შემდეგ, ქალაქს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება.
„250 ათასი კვადრატი არის დაახლოებით 22 ჰექტარი. ჩვენ ეს ტერიტორია აღვნუსხეთ და მისი გასხვისებით, ქალაქს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება. ეს ტერიტორია არის როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებშიც“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.