ქუთაისში არსებული საპირფარეშოები ფუნქციონირებას 10 დღეში დაიწყებს
თარიღი : 29-07-2015, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით არსებული სამი საპირფარეშო, რომელიც წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, 10 დღეში ამუშავდება. ამის შესახებ განცხადება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მურღულიას თქმით, საპირფარეშოები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, საკუთრებაში ქალაქის მერიას გადმოეცა. მერმა განმარტა, რომ ათ დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში ტუალეტებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
"მინდა ერთი დადებითი რამ გითხრათ. სამი საპირფარეშო, რომელიც ჯერ წყალმომარაგების კომპანიის და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში იყო, ქალაქს გადმოეცა. საპირფარეშოებს თავდაპირველად ქალაქის მერია ამუშავებს, შემდეგ კი აუქციონზე გავიტანთ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.