ქუთაისის მერიამ c ჰეპატიტზე შემოწმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩაუტარა
თარიღი : 29-07-2015, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა c ჰეპატიტზე უფასო შემოწმება დღეს დასავლეთ საქართველოს ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „მედიქალ სითი“-ში გაიარეს, სადაც უფასო გამოკვლევები ტარდება. ბენეფიციართა სქრინინგსა და დიაგნოსტიკურ კვლევას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ცენტრის დირექტორი გია გრძელიძე დაესწრნენ.
ჯანდაცვის სამიმინისტრო C ჰეპატიტის სქრინინგის პროგრამას ქუთაისშიც ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა დაავადების ადრეულ გამოვლენასა და C ჰეპატიტის გავრცელების სტატისტიკის დადგენას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა სქრინინგი და დიაგნოსტიკური კვლევა მიმდინარეობს. პროგრამა 27 ივლისს დაიწყო და კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
,,სახელმწიფო უპრეცენდენტო პროგრამას ახორციელებს, რომელშიც ჩართულია კლინიკები და თვითმმართველობები. დღეს ჩვენ პირველადი ტესტების ჩასატარებლად მოვიყვანეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. წლევანდელ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთათვის, რომელთაც C ჰეპატიტი აღმოაჩნდებათ მეორადი კვლევების ჩასატარებლად 40 000 ლარი გამოვყავით. მომავალ წელს ვეცდებით თანხა გავზარდოთ და არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებისთვის, არამედ ყველა ადამიანს აღმოვუჩენთ დახმარებას,"–განაცხადა შოთა მურღულიამ.
ცნობისთვის, ,,მედიქალ სითი" აქციებს კვირის ბოლომდე გააგრძელებს.