Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს წევრი, ქალაქის მერს დეპუტატებთან საუბრის დროს ტონის შერჩევას სთხოვს

თარიღი : 29-07-2015, 15:37 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "რესპუბლიკური პარტიიდან" ქუთაისის მერს, ტონის შეცვლას ურჩევს. ნატო ქათამაძის თქმით, მერი მათ, როგორც მოსწავლეებს, დამრიგებლური ტონით ესაუბრება, რაც მისთვის მიუღებელია.
დეპუტატის თქმით, ქალაქის მერი საკრებულოს წევრებს ხშირად არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს, რაც მისთვის შეურაცხმყოფელია.
„თქვენ ესაუბრებით საკრებულოს. პატივი გვეცით და წესიერად გველაპარაკეთ. მაგ ტონით საუბარს ჩვენთან არ გირჩევთ. თქვენ მასწავლებელი არ ხართ, რომ ჩვენ რაღაცები დაგვარიგოთ. ჩვენ კონკრეტული სამსახურის უფროსს დავუსვით კითხვები, რაზეც მისგან ვითხოვთ პასუხს და არა თქვენგან. თუ ეს კაცი არაკომპეტენტურია და კითხვებს პასუხს ვერ გასცემს, ჯობია სამსახურიდან გაათავისუფლოთ, ხოლო თუ ფიქრობთ, რომ კარგი კადრია, დააცადეთ, რომ პასუხები გაგვცეს. ხშირად გვეუბნებით, რომ არ იცით, ჩახედული არ ხართ, არ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას და თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი იცით. მე გეუბნებით ბოლოჯერ, მსგავსი ტონით ჩვენთან აღარ ისაუბროთ. გვესაუბრეთ როგორც საკრებულოს წევრებს და არა როგორც ვიგინდარებს“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

საკრებულოს წევრს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მისი თქმით, მას, როგორც სამსახურების უფროსს, შეუძლია კონკრეტული სამსახურის უფროსის ნაცვლად კითხვაზე პასუხი გასცეს და ამაში გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება დეპუტატებთან საუბრის ტონს, მისი თქმით, მას გააზრებული აქვს ვის ესაუბრება.


ნანახია: 2415-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური ქალაქის მერიის ააიპ-ებში დაგეგმილმა თანამშრომელთა ატესტაციამ გამოიწვია.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დეპუტატებს შორის გარჩევებს დაეთმო.
ქუთაისში, ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ქუთაისის საკრებულოს წევრები ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
დაპირისპირება ქუთაისის მერსა და 'ნაციონალ' დეპუტატს შორის.
გადაწყვეტილება უმრავლესობის დეპუტატმა ნატო ქათამაძემ გააკრიტიკა

ამინდი