Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის ორ სოფელში 1 200 ოჯახისთვის წყლის მისაწოდებლად სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 29-07-2015, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის პროცესი გრძელდება. სამუშაოეი ამ ეტაპზე სავანესა და ივანწმინდაში მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 1200 – ზე მეტ ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მოუგვარდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ დაათვალიერეს. სოფელ სავანეში წყლის სისტემის მშენებლობაზე 720 000, ხოლო ივანწმინდაში 250 000 ლარი დაიხარჯება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. აკაკი წერეთლის ძიძისეულ კარ–მიდამომდე მისასვლელ 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზას ტურისტული დატვირთვა აქვს და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 008 218 ლარით ფინანსდება.


ნანახია: 2733-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ, სოფელ სხვიტორში
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით
მონიტორინგის ფარგლებში გუბერნატორი საირხე-ჭორვილა-გორისის საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიმდინარეობას
სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა და რეგიონის პირველმა პირებმა დაათვალიერეს.
გივი ჭიჭინაძე სოფელ ზემო ნოღაში გიორგაძეების ოჯახს ესტუმრა.

ამინდი