"ქუთაისის მერმა მისი პარტიული ხელმძღვანელობა უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ქუთაისი იღუპება"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქუთაისის მერიის მიერ წამოწყებულ კამპანიას ეხმიანება და ქალაქის განვითარებისთვის მერს რჩევებს აძლევს.
ბარათაშვილის თქმით, პირველი, რაც მურღულიამ უნდა გააკეთოს, მისი პარტიული ხელმძღვანელობის იმაში დაწმუნებაა, რომ ქუთაისი იღუპება.
"ქუთაისის მერმა რჩევების მიცემაზე ღია კარის კვირეული გამოაცხადა, სადღეგრძელოებს არ ვიყოთო. სადღეგრძელოებით ივანიშვილმა ილაპარაკა ბოლოს, მაგრამ ნაბახუსევზე გადაავიწყა თავისტკივილმა."უფასო ფული", "საუნივერსიტეტო ქუთაისი", "ინდუსტრიის აღოძინება", "ნულოვანი კრედიტები" და ა.შ. იდეები, რაც მკვდრად შობილი იყო და მაღალი კონკურენციის პირობებში განხორციელებას ვერ დაექვემდებარებოდა.
პირველი, რაც უნდა გააკეთოს მერმა მურღულიამ: უნდა დაარწმუნოს მისი პარტიული ხელმძღვანელობა, რომ ქუთაისი იღუპება და მის გადასარჩენად სრული ფუნქციური დატვირთვით დააბრუნოს პარლამენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ადგილზე, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე დასაბრუნებლად, რაც მის მიმართ ბიზნესის ინტერესს ერთი–ათად გაზრდის (სხვა პირდაპირ თუ ირიბ სარგებელთან ერთად, უძრავი ქონების ფასები, გაყიდვების ზრდა, ინფრასტრუქტურაში დადებითი ცვლილებები, გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი კადრის გადამზადება და დასაქმება, ა.შ.);
უნდა უშუამდგომლოს ქუთაისს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა გაფართოვდეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ამავდროულად, უნდა შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მსხვილი ინვესტორების დასაინტერესებლად საპარლამენტო ქალაქში, ბიზნესის განვითარებისათვის.
არ უნდა ჩაერიოს მერია ყიდვა– გაყიდვაში ორ სუბიექტს შორის, ახლა გარევაჭრობის შეზღუდვების დრო არაა, ხალხს პურის ფული უჭირს, შესაძლებელია ამას უფრო მოწესრიგებული ხასიათი მიეცეს!
შეამციროს ბიუროკრატია, რომლის დაფინანსებას ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება.
ტურიზმის ხელშეწყობისთვის და ტარიფების მეტად გაიაფების უზრუნველსაყოფად, მაქსიმალურად იქნას ხელშეწყობილი ახალი სუბიექტების შესვლა საავიაციო ბაზარზე, ქუთაისის აეროპორტში.
ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში, ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კი ქუთაისის მერიაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს ქალაქი არ აინტერესებს
ბიზნესის დასაინტერესებლად პირველივე დღეებში გადასადგმელი ნაბიჯები შეთავაზებულია, დანარჩენს მერე ვურჩევთ მერს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ხაზინადარის ფუნქციას ასრულებს," - აცხადებს ბარათაშვილი.
"მოგვაწოდე შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის," - ასეთია იმ კამპანიის სახელწოდება, რომელიც ქალაქის მერიამ წამოიწყო. კამპანია ქალაქის განვითარებისთვის მოსახლეობის მიერ მოწოდებული იდეების რეალიზაციას გულისხმობს.