"სერგი კაპანაძეს სავარაუდოდ ამნეზია დაემართა და არ იცის ვინ არის"

13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაკარგულის, სერგი კაპანაძის დეიდა განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. განცხადებას თან სერგი კაპანაძის ფოტოებიც ახლავს.
"ყველას, განსაკუთრებით კი თბილისიდან აზერბაიჯანამდე მტკვრის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, უმორჩილესად გთხოვთ, დააკვირდეთ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის ამ ფოტოებს.

თუ ვინმე შენიშნავთ ქუჩაში მოხეტიალე ასეთი გარეგნობის ახალგაზრდას, რომელსაც სავარაუდოდ ამნეზია დაემართა და არ იცის, ვინ არის,გამომეხმაურეთ ამ ნომრებზე: 0431 25 21 49 ან 595 37 21 49. ნუ დაიზარებთ და ყველამ გააზიარეთ ეს ფოტო. იქნებ მივაკვლიოთ სადმე ჩემს უგზოუკვლოდ დაკარგულ ბიჭს," - წერს ნინო თევდორაძე.
ცნობისთვის, 13 ივნისის სტიქიის შედეგად, სერგი კაპანაძის გარდა, დაკარგულად კიდევ ორი ადამიანი ითვლება. ხელისუფლების მხრიდან მათი სამძებრო სამუშაოები ამ დროისათვის არ ხორციელდება.