Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა 128 000 ადამიანით შეამცირა"

თარიღი : 28-07-2015, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა იმ დროს, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში. იმავე პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობ," - აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წლიდან, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიის შემოღების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10-ლარიანი დანამატის შემოღება დაასახელა.

"ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული გარარიბების ფონზე, მთავრობამ ბავშვის 10-ლარიანი დანამატი ვეღარ შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიით ათიათასობით ოჯახის საარსებო შემწეობის გარეშე დატოვება კი გააგრძელა.

2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის სპეციალური დადგენილებით, საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა," - ამბობს ჭიაბერაშვილი.


ნანახია: 1947-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული განცხადება 'ევროპული საქართველოს' დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ამ სტატიაში მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების დაპირებებს გადავხედეთ.
აღსანიშნავია, რომ ეს დადგენილება 2018 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება თითქმის 7 თვეა გრძელდება, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული შედეგი და არ
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო

ამინდი