Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევების ჩატარება იმერეთშიც დაიწყო

თარიღი : 28-07-2015, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია იმერეთშიც დაიწყო. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში პაციენტები სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ.
რეგიონში პირველი აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით 250–მდე პაციენტმა C ჰეპატიტზე უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა. პარალელურად სამედიცინო დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა. დილის 10 საათიდან 5 საათამდე მომსახურება 300–ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო. პაციენტებმა ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინონ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.


ნანახია: 2568-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციაში მონაწილეობის მსურველები ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში დღის აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა გამოცხადნენ.
250 - მა ადგილობრივმა 13 სხვადასხვა პროფილის ექიმისგან უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღო.
ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილე მობილური ჯგუფის
დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონის ზონალური სამსახური 28 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტს C ჰეპატიტის კვლევის მოძრავი
კამპანია კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება და ცდილობს მიუახლოვდეს მოსახლეობას, გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც თავად ვერ
გამოკვლევების ჩატარება ხარაგაულში მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია.

ამინდი