Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 27-07-2015, 19:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეწყალების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს.
განცხადებას topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.
"აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს. 2015 წლის 11 მაისს №2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გადაუგზავნა მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის დახასიათება, რომელიც სტანდარტულად ასახავს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას დაწესებულებაში მისი დასჯისა და წახალისების თაობაზე.
საყურადღებოა, რომ შეწყალების კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის ივლისში, ინფორმაციის გადაცემიდან 2 თვის შემდეგ. შეწყალების კომისიას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია.
ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 9 ივნისს, მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე დაისაჯა რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოო საკანში მოთავსებით.
უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით, სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას "ნაჩქარევი" უწოდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეწყალების კომისიის მოთხოვნის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას გადაუგზავნოს მსჯავრდებულის დახასიათება, რომელიც ასახავს მხოლოდ მსჯავრდებულის შესახებ არსებულ ფაქტობრივ ინფორმაციას და არ შეიცავს შეფასებით ნაწილს, რომელშიც გამოხატული იქნება პენიტენციური დაწესებულების ან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიცია, რეკომენდაცია ან რაიმე სხვა ფორმით მინიშნება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების ან შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ. მსჯავრდებულის შეფასებასა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის მიცემას ახორციელებს მხოლოდ შეწყალების კომისია და პრეზიდენტის ყველა დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის შეფასებითი პოზიციის შედეგია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების პროცესში მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში მონაწილეობენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან ბობოხიძე, ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და კიდევ ორი პირი რამდნეიმე დღის წინ შეიწყალა.


ნანახია: 2268-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც აკაკი ბობიხიძემ განაცხადა, შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მსჯავრდებულის მოთხოვნა არ უკავშირდება უფლებების შელახვას, ან საყოფაცხოვრებო პირობებს.
ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, რამდენიმე კვირაა, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების მე-14 (გეგუთის) დაწესებულებაში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი

ამინდი