ქუთაისის ტურიზმის პრეზენტაცია კიევში მოეწყო
თარიღი : 27-07-2015, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის თვითმმართველობამ, უკრაინის დედაქალაქ კიევში, საქართველოს საელჩოში, ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე უკრაინული მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ტურისტული კომპანიები იყვნენ მიწვეული. მათ მიიღეს ინფორმაცია ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების, ტურისტული ღირსშესანიშნაობების და ტურიზმის განვითარების პერსპექტიული მიმართულებების შესახებ.
პრეზენტაცია უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და ის უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა მიხეილ უკლებამ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა გახსნეს.
დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი სარიშვილი.
"აღნიშნულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქუთაისის პოტენციალის პოპულარიზაციის აუცილებლობა, რაზეც ქალაქის თვითმმართველობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას", - აღნიშნა შეხვედრაზე დავით დვალმა.