Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მედიატორი": გვაინტერესებს, რა კრიტერიუმით შეარჩია ქუთაისის მერმა ზვიად ჯავახია თანამდებობაზე?

თარიღი : 27-07-2015, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის თემას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას საქმიანობა წარმოადგენდა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ქუთაისის მერიაში დასაქმებამდე ზვიად ჯავახია კერძო აღმასრულებელად მუშაობდა, პარალელურად კი იპოთეკით დატვირთული ქონების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.

http://topnews.com.ge/photo/news/1437986066.jpg


"კერძოდ,მან აუქციონზე 2013 წლის 7 ივნისის განკარგულებით შეიძინა ქ.ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა,რომელიც რამდენიმე დღეში გაასხვისა. საინტერესოა,კერძო აღმასრულებელი ზვიად ჯავახია ,რომელიც დაინტერესებული იყო მის წარმოებაში არსებული საქმეებიდან მოგების მიღებით,ბინის გასხვისების დროს იხდიდა თუ არა საშემოსავლოს გადასახადს,თუ ბიუჯეტის გვერდის ავლით ახორციელებდა ყიდვა-გაყიდვას? აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ზვიად ჯავახიას ჯერ შეუჩერეს,ხოლო შემდეგ შეუწყვიტეს უფლებამოსილება აღმასრულებლად მუშაობასთან დაკავშირებით. გვაინტერესებს, რა კრიტერიუმებით შეარჩია ბატონმა შოთა მურღულიამ ზვიად ჯავახია მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე," - აცხადებენ "მედიატორ"-ში.

"მედიატორის" განცხადებას თავად ზვიად ჯავახია პასუხობს. მისი თქმით, ორგანიზაცია სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება.

"ქალაქში ჯამბაზთა ორგანიზაციის ცრუ ბრალდებებზე ჩემი კომენტარი ზედმეტია. ყველა ბრალდებას შესაბამისი დოკუმენტაცია სჭირდება. ბრიფინგები მაშინ უნდა გამართო, როცა სრულყოფილი ინფორმაცია გაქვს, მაგრამ სწორედ სიცრუის ტირაჟირებისთვის შეიქმნა "მედიატორი", -აცხადებს ჯავახია.


ნანახია: 3540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯავახიას თქმით, წარმოდგენილ სქემა არასწორია, და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ქალაქში სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის
"ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პასუხობს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია პოლიტიკური პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის
ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას ბრიფინგით უპასუხეს.
წულაიას თქმით,მიუხედავად იმისა,რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი არ წაუკითხავს, ის დარწმუნებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება

ამინდი