დაბინძურებული მდინარე ოღასკურა და მისგან გამოწვეული საფრთხე (რეპორტაჟი)
თარიღი : 26-07-2015, 20:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ბუხაიძის დასახლებაში მდინარე ოღასკურა შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.
წვიმიან ამინდში პატარა მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და მთელ ქუჩაზე ნიაღვრებად მიემართება.
ეს პრობლემა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში იქმნებოდა, ოღასკურა ხშირად დიდდებოდა და ზარალს აყენებდა არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ ქალაქის ახლომახლო მდებარე სოფლებსაც.
მდინარე სათავეს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთაზე იღებს.
ქუთაისს დასავლეთ მხარეს ჩამოუდის და სოფელ გუბთან უერთდება მდინარე გუბისწყალს.
დღეისათვის აქ ქვეწარმავლების სიმრავლეც შეიმჩნევა. მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებული საფრთხე ბავშვებისთვის იქმნება.
ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრის" მედიასკოლის სტუდენტებმა მდინარე ოღასკურაზე რეპორტაჟი მოამზადეს.