"საქართველო, ქუთაისი უნდა ნახო," - გამოფენა კიევში

უკრაინის დედაქალაქ კიევში „ჟულინის“ საერთაშორისო აეროპორტში ფოტოგამოფენა სახელწოდებით, “საქართველო, ქუთაისი - უნდა ნახო!” გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ 24 ფოტოზე ქუთაისსა და მის მახლობლად არსებული ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი.
გამოფენის ორგანიზატორები ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს საელჩო უკრაინაში, კიევის „ჟულიანის“ საერთაშორისო აეროპორტი, ავიაკომპანია YanAir და უკრაინის ტურიზმის განვითარების ცენტრი არიან.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქუთაისელი ფოტოგრაფების: დავით მირზაშვილის არჩილ გეგენავასა და ლევან ლექვინაძის ნამუშევრები.

გამოფენა-"საქართველო, ქუთაისი უნდა ნახო" საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გახსნეს. ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, მოადგილე ირაკლი სარიშვილი, ავიაკომპანიაYanAir-ის გენერალური დირექტორი იაროსლავ აგაფონოვი და «Мастер-Авиа»-ისგენერალური დირექტორი ალეკსეი იაკოვეცი დაესწრნენ.
,,ქუთაისის თვითმმართველობის სახელით მადლიერებას გამოვხატავთ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილე ყველა მხარის მიმართ და მზადყოფნას გამოვთქვამთ, მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ ყველა ეფექტურ პროექტში,“-აღნიშნა დავით დვალმა.