Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - სულხან ქობულაძე

თარიღი : 26-07-2015, 10:16 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას სახელწოდებით: "მე, რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ.
რუბრიკის მორიგი სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძეა.


" მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, პირველ რიგში, აუცილებლად დავიყენებდი გვერდით პროფესიონალ კადრებს. შემდეგ, ქალაქის ბიუჯეტს რადიკალურად შევცვლიდი და ეგრეთ წოდებულ პრივილიგირებულ ადამიანებს და სხვადასხვა სფეროს არ დავაფინანსებდი, დავამკვიდრებდი შეჯიბრითობის პრინციპს. გარდა ამისა, ბევრად მეტ ყურადღებას დავუთმობდი ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან მუშაობას, შევეცდებოდი დამებრუნებია მათთვის განცდა, რომ ვინც კარგად სწავლობს, ვინც აქტიურია, მათი შრომა აუცილებლად დაფასდება.

ქალაქში ბევრი ადგილია, სადაც გამწვანების პრობლემაა. მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, მოსახლეობასთან ერთად გავაკეთებდი სკვერებს, ბაღებს, მწვანე საფარს. ამ ყველაფერს ძირითადად მოსახლეობა მოუვლიდა. მერობის შემთხვევაში გამოვიკვლევდი თუ რა არ მოწონთ და რა არის გასაკეთებელი ქუთაისში ჩამოსული ტურისტებისათვის და ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად ვიმუშავებდი ამ საკითხებზე; მეტ დაფინანსებას გამოვყოფდი ქალაქში შიდა გზების მოსაწყობად. გავუზრდიდი ფუნქციებს ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულებს, რომ მათ ადგილზევე შეძლებოდათ ბევრი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა; შევეცდებოდი ქალაქში მოქმედი ააიპების თვითდაფინანსებაზე გადაყვანას; მჭიდრო კავშირი მექნებოდა ადგილობრივ მეწარმეებთან და ბისნესმენებთან. გარდა ამისა, ყველაფერს გავაკეთებდი ქუთაისის განვითარებისთის. ამისთვის მჭიდროდ ვითანამშრომლებდი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებთან: პრემიერ- მინისტრთან, განათლების მინისტრის დონეზე დავსვამდი საკითხს უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა დამატებითი ფინანსების გამონახვა.

მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ქუთაისი ყოფილიყო დასუფთავების და ეკოლოგიის კუთხით მოწესრიგებული ქალაქი. ქალაქში მიკრო ავტობუსებს ჩავანაცვლებდი თანამედროვე, კომფორტული ავტობუსებით. აუცილებლად განვაგრძობდი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის განვითარების პროექტს, რაც საწინდარი იქნებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პროექტების განხორციელებისათვის. გარდა ამისა, მჭიდრო ურთიერთობები მექნებოდა სამართალდამცავ ორგანოებთან, ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებთან. ყველა მათგანს ექნებოდა განცდა, რომ მათი შენიშვნები შესაძლებლობის მიხედვით იქნებოდა გათვალისწინებული. ჩემი მეობის შემთხვევაში, ახლო კავშირი მექნებოდა ქალაქის არქიტექტორებთან, ყურადღებით მოვუსმენდი მათ ხედვებს ქალაქის იერ-სახესა და განვითარებასთან დაკავშირებით".

თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია.
რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.


ნანახია: 1891-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ
]თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
"ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ადამიანებს უნდა უყვარდეთ თავიანთი ქალაქი და შესაბამისად უვლიდნენ კიდეც".

ამინდი