Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს

თარიღი : 25-07-2015, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, საჩხერისა და ხარაგულის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები შეისწავლეს.
როგორც topnews.com.ge-ს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარის პირველმა პირებმა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.
"ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ბენეფიციარების შეფასების კრიტერიუმების ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. ცვლილებების თანახმად, ქულის მინიჭების პროცესში აგენტის მონაწილეობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ახალი მეთოდოლოგიით სოციალური დაუცველი ოჯახები სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას შემდეგი პრინციპით მიიღებენ: 30 000 – მდე ქულაზე ოჯახის თითოეულ წევრზე 60 ლარი გაიცემა, 30 000 – დან 57 000 – მდე 50 ლარი, 57 000 – დან 60 000 – მდე 40 ლარი, 60 000 – დან 65 000 – მდე 30 ლარი, ხოლო 100 000 – მდე ქულის მქონე ოჯახების 16 წლამდე ასაკის ბავშვებს 10 ლარი დაემატებათ", - აღნიშნულია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 2425-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის ნინო ჭიღლაძის განცხადებით, შეფასების კრიტერიუმების ახალი მეთოდოლოგია
მსგავსი აქტივობები იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში გაიმართება.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით
ასევე იფარება ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯები.

ამინდი