სოფლის მხარდაჭერის პროექტებისათვის 2015 წელს წყალტუბოში 1 064 229 ლარი დაიხარჯება
თარიღი : 24-07-2015, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ სოფელ მაღლაკში, ფარცხანაყანევში, გეგუთში, პატრიკეთსა და ოფშკვითში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტები დაათვალიერეს. სამუშაოების შემსრულებლებსა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.
ცნობილია, რომ ამ ეტაზე სოფელ მაღლაკში სპორტული მოედნის მოწყობის, ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისა და კულტურის სახლის ეზოს შემორაგვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალი საბავშვო ბაღის აგების პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია სოფელ ფარცხანაყანევში, ხოლო სოფელ გეგუთში, პარალელურად მიმდინარეობს ომში დაღუპულთა მემორიალისა და კულტურის სახლის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
სოფელ პატრიკეთში აქტიურ ფაზაშია შესული საბავშვო ბაღის მოწყობის, ხოლო სოფელ ოფშკვითში დასარულს უახლოვდება დასასვენებლი სკვერისა და მოსაცდელის რეაბილიტაციის სამუშაოები, სკვერის მოწყობის პროექტის განხორციელება დაწყებულია სოფელ ახალ საყულიაში.
ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების განცხადებით, გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუდმივად აწარმოებენ დაგეგმილი პროექტების მონიტორინგს, მათივე თქმით, ზემოთაღნიშნული ყველა პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებლი პროექტებისთვის 1064229 ლარია გამოყოფილი.